Monday, April 18, 2011

პროექტი

1.      პროექტის სახელწოდება: სკოლის ეზოს გამწვანება 
2.      პროექტის მტავარი იდეა: სკოლის ეზო გამოიყურება ძალიან ღარიბულად განსაკუთრებით ეს თვალში მოსახვედრია გაზაფხულ-ზაფხულში როცა ირგვლივ ყველაფერი მწვანეა აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ  ჩვენი სკოლის  ეზოს გარეგნობის გაუმჯობესება.
3.      პროექტის აქტუალობა: ვფიქრობ საკითხი ძალიან აქტუალურია ვინაიდან ძალიან გვინდა, რომ  სკოლა არამარტო თავისი არსით არამედ გარეგნობით იყოს მიმზიდველი. ვფიქრობ თუ მოსწავლეები თავიანთ წვლილს შეიტანენ ეზოს გამწვანებაში, უფრო გაუფრთხილდებიან თავიანთ ნაშრომის შედეგებს და სხვა მოსწავლეებისათვის ეს იქნება სამაგალითო საქციელი.
4.      პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია ბავშვებში ჩამოყალიბდეს ბუნებისადმი სიყვარული, ესთეტიკური გემოვნება და ნერგების მოვლის უნარჩვევა. მათ შევუქმნათ საშუალება ისიამოვნონ საკუთარი ნაშრომის შედეგებით. აგრეთვე მოსწავლეები პროექტის მსვლელობისას აქტიურად გამოიყენებენ ისტ საშუალებებს მაგ. ინფორმაციის მოძიებისას...
5.      მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
6.      ვადები/ხანგრძლივობა: 15 აპრილიდან 30 აპრილამდე.
7.      მოსალოდნელი შედეგები: ღონისძიების დამთავრების შემდეგ სკოლის ეზო იქნება მოვლილი, გალამაზებული და გამწვანებული. მოსწავლეებს ექნებათ ჩამოყალიბებული მცენარეების მოვლის ელემენტარული უნარჩვევები. პროექტის მსვლელობას და მის საბოლოო შემაჯამებელ მასალებს მოსწავლეები ისტ-ს მასწავლებლის დახმარებით გამოაქვეყნებენ ინტერნეტში ვებ-გვერდის (Google Site) ან ბლოგის www.blogger.com  საშუალებით.
8.      პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ნერგები, ყვავილები, ბარები, კასრები.
9.      პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა) მოსწავლეებთან ერთად განცხადების შეტანა ქალაქის მერიაში 10 ცალი  ნერგის(1-ვერცხლისფერი ნაძვი, 9-ფიჭვი) გამოყოფის თაობაზე სკოლის ეზოში დასარგავად.
ბ) მოსწავლეებს მიეცემა დავალება მოიძიონ მასალა იმ მცენარეთა შესახებ, რომლებიც გაიხარებს ჩვენი რეგიონის ბუნებრივ პირობებში, მაგ., ბზა ka.wikipedia.org./wiki/ბზა.
გ) შეთანხმებულ დღეს სკოლის ეზოში შეგროვდნენ მოსწვლეები, რომლებსაც თან ექნებათ საჭირო იარაღები (ბარი, კასრი და ა.შ.).
დ) გაფორმდეს ნერგების მიღება-ჩაბარების აქტი. სტუმრებს მადლობის ნიშნად შევთავაზოდ დახმარება ისეთი პროექტების განხორციელებაში, სადაც საჭირო იქნება მოსწავლის ხელი.
ე) ბიჭები ამოიღებენ 10 თანაბრად დაშორებულ ორმოს, გოგონები ჩაასხავენ ორმოში წყალს და დაეხმარებიან ბიჭებს ნერგების დარგვაში. შესასვლელთან დავრგავთ ვერცხლისფერ ნაძვს და ახლო მომავალში სკოლას ექნება ბუნებრივი და ყოველწლიურად საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე.
ვ) ნერგების მოსარწყავად დავაწესებთ მორიგეობას, შევადგენთ გრაფიკს, რომლის მიხედვით ჩატარდება სამუშაოები.
ზ)გამოვუშვებთ სასკოლო კედლის გაზეთს „სკოლა ჩემი ოჯახია“, სადაც მოვათავსებთ ეზოს ფოტოსურათებს ღონისძიების ჩატარებამდე, ნერგების დარგვისა და მოვლის პროცესში.
თ)Power Point პროგრამის საშუალებით მომზადდეს პრეზენტაცია ღონისძიების შესახებ სასკოლო კონფერენციაზე წარსადგენად.
ი) დავწერთ თხზულებას თემაზე: „მე მიყვარს ჩემი სკოლა“.
კ) საბოლოო შემაჯამებელ მასალებს მოსწავლეები ისტ-ს მასწავლებლის დახმარებით გამოაქვეყნებენ ინტერნეტში ვებ-გვერდის (Google site) ან ბლოგის (blogger.com) საშუალებით.
10.  საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი: პროექტი კავშირშია ბუნების, მშობლიური ენის და ისტ-ის გაკვეთილებთან.
11.  პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ირმა ხითარიშვილი.
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irma xitarishvili@gmail.com